„ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
„ისევე როგორც ჩვენი ყველა დანარჩენი უნარი, მათემატიკური უნარიც ვიღაცას უფრო მეტი აქვს, ვიღაცას უფრო ნაკლები, მაგრამ ყველას აქვს. ძალიან ხშირად, ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ გვეშინია, თვითშეფასება გვაქვს დაბალი, არ გვინდა ვიღაცას ვაჩვენოთ, რომ ვართ სულელები, გვგონია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია. მათემატიკური უნარი ნამდვილად ყველას აქვს. ამას როგორც ფსიქოლოგი ვამბობ.“
„ვიღაცას აქვს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიღაცას - ნაკლები. ვისაც არ აქვს ისეთი შესაძლებლობა, იმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამისგან სიამოვნება მიიღოს.